top of page

სოციალური მეწარმეობის მე-11 ფორუმი

17 ნოემბერი, 2022

სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, 17 ნოემბერს, გაიმართა რიგით მეთერთმეტე სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2022. ღონისძიება ჩატარდა Pullman Axis Towers სივრცეში, პირისპირ ფორმატში. 

ფორუმის ძირითად თემებს წარმოადგენდა:  

  • სოციალური მეწარმეობის სექტორში მიღწეული შედეგების შეჯამება

  • სოციალური მეწარმეების წარმატებისა და მარცხის ისტორიები 

  • სოციალურ მეწარმეთა ნეთვორქინგი 

,,წლის სოციალური საწარმოს" ნომინანტები 2022 წელს იყვნენ შემდეგი სოციალური საწარმოები:

  • ,,დედიკო" -   სოციალურ საწარმო-სამკერვალოს წარმოადგენს, რომელიც 2021 წელს შეიქმნა ფონდი კონსტანტას მიერ. „დედიკოს“ სოციალური მისიაა საქართველოში მცხოვრები მარტოხელა დედებისა და მათი შვილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება დასაქმებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მიცემის გზით. საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალისგან შეკერილ სხვადასხვა პროდუქტს. ჩამონათვალშია: ბავშვისა და მოზრდილის ჩანთები, ზურგჩანთები, შარფები, სადღესასწაულო და ყოველდღიური მოხმარების სუფრები. 

  • ,,ლიდერი" - სოციალურ საწარმო-სამკერვალოს წარმოაგენს, რომელიც 2016 წელს დაარსდა ქ. გორში. საწარმოს საქმიანობა ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ემსახურება მთავარ მიზანს - მოწყვლადი ჯგუფის (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) წარმომადგენელ ქალთა გაძლიერებას. აღნიშნულის მისაღწევად, სოციალური საწარმო სამიზნე ჯგუფს საკუთარი სახსრებით სთავაზობს ჭრა-კერვა-მოდელირებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების მუდმივმოქმედ კურსს მომავალში დასაქმების პერსპექტივით. ამასთანავე, სოციალური საწარმო შემოსავლების 5%-ს მიმართავს დადებითი გავლენის მქონე სხვადასხვა ღონისძიებისაკენ, რაც ძირითადად ემსახურება ქალთა გაძლიერებასა და მხარდაჭერას. „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც შეიმუშავა ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია. სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებით ქმნის სხვადასხვა პროდუქციას და ხელმძღვანელობს ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკით.

  • ,,ტენე" - მწვანე ტქნოლოგიურ სოციალურ საწამოს წარმოადგენს, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა. იგი მეორადი პლასტმასას ნარჩენებისაგან ამზადებს ეკომეგობრულ USB კაბელს - ტენეს. Საწარმოს პირველადი სოციალური მისიაა გარემოში პლასტმასას ნარჩენის შემცირება და  მწვანე საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდა. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ტენეს საწარმო წეროვანის დევნილთა კოპაქტურ დასახლებაში მდებარეობს და ადგილზე ასაქმებს 2008 წლის შედეგად დევნილებს.

ღონისძიების კულმინაციური მომენტი იყო „წლის სოციალური საწარმოს“ გამოვლენა, რომელიც სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერმა ფორუმის მონაწილე 50-მა ინსტიტუციამ, ფარული კენჭისყრის მეშვეობით გამოავლინა. გამარჯვებული წლის სოციალური საწარმო, ხმების 50%-ით, გახდა „ტენე“, რომელსაც ერთობლივი პრიზი გადასცეს ღონისძიების ვერცხლის სპონსორებმა, BDO საქართველო და Majorel საქართველო, 4000 ლარიანი ფულადი ჯილდოს სახით. 

ფორუმის მხარდამჭერები

2022 წელს სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.

 

ფორუმის მუდმივი მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

სოციალური მეწარმეობის ფორუმის ვერცხლის სპონსორები იყვნენ BDO საქართველო, მეიჯერელ საქართველო, The Body Shop და ტოიოტა თეგეტა 

ღონისძიების მხარმდამჭერები იყვნენ აჭარა ჯგუფი, სპარკი, ეიჩესი ჯგუფი და CENN

ფორუმის მედიამხარდამჭერი იყო რადიო ფორტუნა

 

2022 წელს სოციალური მეწარმეობის მეთერთმეტე ფორუმს უმასპინძლა Pullman Axis Towers სივრცემ.

 

მხარდაჭერა სოციალური მეწარმეებისთვის

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2022-ის ფარგლებში ნომინანტი სოციალური საწარმოებისთვის მოპოვებულ იქნა სხვადასხვა ჯილდო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისგან საქმიანობის გასაფართოვებლად და განსავითარებლად. 

 

კერძოდ,

  • სოციალურ საწარმო “დედიკოს” 2000₾ ოდენობის ფინანსური ჯილდო გადაეცა  ბრიტანული კოსმეტიკური საშუალების ბრენდი, „Body Shop-გან

  • სოციალურ საწარმო „დედიკოს“ ერთთვიანი მენტორინგის პროგრამა გადაეცა ბიზნეს აქსელერატორი “სპარკისგან”

  • სოციალურ საწარმო „ლიდერს“ 2000₾ ოდენობის ფინანსური ჯილდო გადაეცა  ავტო-მწარმოებელი კომპანია ტოიოტას ოფიციალური დილერისგან საქართველოში, „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან

  • სოციალურ საწარმო „ტენეს“ 6-თვიანი შრომის უსაფრთხოების მომსახურება გადაეცა HSE Group / ეიჩესი ჯგუფისგან

  • სოციალურ საწარმო “დედიკოს” 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა სოციალური საწარმო “კოდალასგან”

ნომინანტი სოციალური საწარმოების წარმომადგენლებს “დედიკო”, “ლიდერი” და “ტენე”, სასტუმრო “ბაკურიანი რუმსის” ვაუჩერები გადაეცა “აჭარა ჯგუფისგან”

მთავარი ფოტო.jpeg
bottom of page