top of page

სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმი

19 ნოემბერი, 2020

ფორუმის შესახებ

2020 წელს ფორუმი ჰიბრიდული ფორმატით გაიმართა. მომხსენებლები წარმოდგენილი იყვნენ სივრცეში, ხოლო Მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ZOOM პლატფორმის მეშვეობით დასწრებოდნენ ღონისძიებას და ასევე, თვალი ედევნებინათ ალიანსის FACEBOOK LIVE-ის მეშვეობით. ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირებულთა ოდენობა იყო 157. Zoom პლატფორმის საშუალებით, ჩართული იყო 77 მონაწილე, ხოლო სივრცეში ესწრებოდა 15 მომხსენებელი და საორგანიზაციო/ტექნიკური ჯგუფის 10 წარმომადგენელი, ხოლო ღონისძიების Facebook Live-ის ნახვების რაოდენობამ გადააჭარბა 1800-ს.
ფორუმის ძირითად თემებს წარმოადგენდა:

  • ახალგაზრდები და სოციალური მეწარმეობა 

  • სოციალური მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები

  • კრიზისული სიტუაციების მართვა და მისი დაძლევის საუკეთესო მაგალითები.
     

ღონისძიების ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად შეფასდა დისტანციური ლანჩი ოზურგეთში მდებარე სოციალური საწარმოდან „რვას+1“. სოციალური საწარმო მონაწილეებს გაუმასპინძლდა ჭყანას კრემ-სუპითა და გოგრის ჩიზქეიქით. პირდაპირმა ჩართვამ კაფედან ღონისძიების მონაწილეებამდე დადებითი ემოციები მოიტანა.
 

2020 წელს ნომინანტ სოციალურ საწარმოებს შორის იყვნენ:

  • კაფუნე

  • გუმბათი

  • თავისუფალი სივრცე

ტრადიციულად, კულმინაციური მომენტი იყო „წლის სოციალური საწარმოს“ გამოვლენა, რომელიც ფორუმის მონაწილე ორგანიზაციებმა ფარული კენჭისყრის მეშვეობით გამოავლინეს. გამარჯვებულ წლის სოციალური საწარმო „გუმბათს“ პრიზი გადასცა “საქართველოს ბანკმა” 4000 ლარიანი გრანტის სახით.

ფორუმი გაიმართა 18 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს.

ფორუმის სპონსორები და პარტნიორები

  • ორგანიზატორი: სოციალურ საწარმოთა ალიანსი

  • თანაორგანიზატორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

  • მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი

  • ოქროს სპონსორი: ფონდი პროდემოსი

  • მხარდამჭერი: ფრიდრიხ ებერტის ფონდი

  • მხარდამჭერი: მერსი ქორფსი

  • მხარდამჭერი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

  • მხარდამჭერი: ICNL

  • მხარდამჭერი: კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი CTC

  • მხარდამჭერი: MAC GEORGIA

  • მხარდამჭერი: საქართველოს გაეროს ასოციაცია UNAG

  • მხარდამჭერი: სოციალური საწარმო ,,იკორთა"

  • მხარდამჭერი: სოციალური საწარმო ,,ბაბალე"

  • მედია მხარდამჭერი: Entrepreneur 

bottom of page