ნომინაცია "წლის სოციალური საწარმო 2020"
რეგისტრაცია იწურება 2020 წლის 6 ოქტომბერს!

წლის სოციალური საწარმოს მხარდამჭერი
საქართველოს ბანკი გამარჯვებულ სოციალურ საწარმოს გადასცემს 4000₾ დაფინანსებას!
"სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმი, მიმდინარე წელს, გაიმართება 19 ნოემბერს - სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს.
ფორუმის ფარგლებში ყოველწლიურად გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში “წლის სოციალური საწარმო”. მასში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოები იღებენ. გამარჯვებულს კი, ფორუმის მონაწილეები გამოავლენენ.
მონაწილეობის პირობები
-
„წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაციაში მონაწილეობის უფლება აქვს, საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოს, რომელიც საქმიანობის, სულ მცირე, ერთწლიან წარმატებულ და უწყვეტ გამოცდილებას ფლობს;
-
2018 და 2019 წლის ნომინაციაში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს მიმდინარე წელს კონკურსში მონაწილეობას მიღების უფლება არ აქვთ.
ნომინირება
წლის სოციალური საწარმოს ნომინაციაში, სოციალური საწარმოს წარდგენის შესაძლებლობა აქვს:
-
სოციალური საწარმოს მენეჯმენტის (მმართველო ორგანოს) წარმომადგენელს;
-
სოციალურ საწარმოში დასაქმებულ პირს;
-
საწარმოს მხარდამჭერს, მენეჯმენტთან შეთანხმებით.
გამარჯვებულის გამოვლენა
ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა 3 ეტაპისგან შედგება:
-
პირველ ეტაპზე, ნომინაციაში გამარჯვების მსურველმა სოციალურმა საწარმოებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა;
-
შემოსულ განცხადებებს ჟიური შეაფასებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და შეარჩევს 3 ფინალისტ სოციალურ საწარმოს;
-
შერჩეული სამი სოციალური საწარმო, ფორუმის მიმდინარეობისას, აკეთებს საქმიანობის წარდგენას და მონაწილეები, დახურული კენჭისყრის მეშვეობით, გამოავლენენ გამარჯვებულ სოციალურ საწარმოს.
შეფასების კრიტერიუმები
-
ხედვა და მისია
-
სოციალურ საწარმოს აქვს ნათლად ჩამოყალიბებული ხედვა და მისია;
-
-
სოციალური შედეგები და სარგებელი
-
სოციალური საწარმო ზომავს მიღწეულ სოციალურ შედეგებს;
-
სოციალურ საწარმოს შეუძლია, წარმოადგინოს მიღწეული სოციალური შედეგები ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები.
-
-
ეკონომიკური შედეგები და მდგრადობა
-
სოციალური საწარმოს შემოსავლის სულ მცირე 50%-ს იღებს სამეწარმეო საქმიანობიდან.
-
-
პროგრესი საქმიანობაში
-
სოციალური საწარმოს გასული წლის საქმიანობის შეფასება:
-
სოციალურმა საწარმომ გააფართოვა საქმიანობა;
-
სოციალურმა საწარმომ გაამრავალფეროვნა პროდუქციის სახეობა;
-
სოციალურმა საწარმომ მოიძია ახალი სარეალიზაციო არხები;
-
სოციალურმა საწარმომ შეძლო კრიზისულ ვითარებაში ადაპტირება და კორონავირუსის გავლენის მიუხედავად, შეინარჩუნა საქმიანობა/გაყიდვები;
-
სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები.
-
-
-
საზოგადოებასთან კომუნიკაცია
-
სოციალური საწარმო აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას (Facebook, Instagram, Youtube) საზოგადოებასთან კომუნიკაციისათვის;
-
სოციალური საწარმო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას სოციალური შედეგებისა და ეკონომიკური მიღწევების შესახებ.
-
-
ინოვაციურობა და კრეატიულობა
-
სოციალური საწარმო იყენებს ინოვაციურ და კრეატიულ მიდგომებს მომსახურების/პროდუქციის განსავითარებლად.
-
-
ზოგადი საკითხები
-
სოციალური საწარმო აქტიურად მონაწილეობს სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებში.
-
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 6 ოქტომბრის, 18:00 საათი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
-
ერთ სოციალურ საწარმოს, მხოლოდ ერთხელ შეუძლია განაცხადის გაკეთება. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე საწარმოს სახელით შემოსული იქნება რამდენიმე განაცხადი, განიხილება პირველი მათგანი;
-
აპლიკაციის შევსების შემდგომ შეუძლებელია მისი რედაქტირება;
-
იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ნომინირებას ახდენს მეგობარი პირი, ეს უნდა იყოს შეთანხმებული ზემოთაღნიშნული საწარმოს მენეჯმენტთან.
წლის სოციალური საწარმოები
აღნიშნულ ველში თავმოყრილია ნომინაციაში "წლის სოციალური საწარმო" გამარჯვებული საწარმოები.
ბაბალე - 2019
ბაბალეს მისიაა ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და მათი ოჯახების გაძლიერების გზით.
ცოდნის კაფე - 2018
ცოდნის კაფეს მისიაა რეგიონში კულტურულ-საგანამანათლებლო სივრცის არსებობა.
სოციალური საწარმო აერთიანებს ყველა დეფიციტურ სივრცეს მუნიციპალიტეტში
კოდალა - 2017
კოდალას მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნის გზით.
ჰერა - 2016
უსინათლო, მცირემხედველი, სმენის შეზღუდვის მქონე და სმენადაქვეითებულ ბენეფიციართა თანაბარი ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და ლიტერატურაზე.