სოციალური მეწარმეობის 1-ლი ფორუმი
20 ნოემბერი, 2012 წელი.
ქართული სოციალური საწარმოების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა თბილისში, 2012 წლის 20 ნოემბერს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე სოციალური საწარმოს ლიდერმა და სოციალური მეწარმეობის განვითრების სფეროში მოქმედი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. შეხვედრა ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ორგანიზებით და ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრის მიზნები იყო:
- საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების ერთმანეთისთვის გაცნობა;
- დაგროვილი გამოცდილების და ნასწავლი გაკვეთილების ურთიერთგაზიარება;
- პრაქტიკული გამოცდილებით გამოვლენილ საჭიროებებზე მსჯელობა;
- მსჯელობა საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელშემწყობი სამოქმედო გარემოს ჩამოყალიბებაზე.
სოციალური საწარმოების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა წარიმართა ე.წ. „მსოფლიო კაფეს“ პრინციპით სამ სამუშაო ჯგუფში. ჯგუფებში მონაწილეებმა იმსჯელეს სოციალური საწარმოების დღევანდელ მდგომარეობაზე, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ასვეე განხილულ იქნა პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზები.
სამუშაო ჯგუფების თემატიკები გახლდათ:
ჯგუფი I - სოციალური საწარმოების საარსებო სამართლებრივი გარემო
ჯგუფი II- სოციალურ საწარმოთა საჭიროებები ორგანიზაციული გაძლიერებისთვის და ეფექტურობის ზრდისთვის
ჯგუფი III - ფინანსების ხელმისაწვდომობა სოციალური საწარმოს ინიცირებისთვის და განვითარებისთვის იხილეთ ფოტოგალერეა