top of page

სოციალური მეწარმეობის მე-5 ფორუმი

8 დეკემბერი, 2016 წელი.

ფორუმის შესახებ

8 დეკემბერს გაიმართა სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016.

 

2016 წლის ფორუმზე, პირველად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში "წლის სოციალური საწარმო" და "წლის START UP სოციალური საწარმო". აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ სოციალური საწარმო "ჰერა" და "არაბული Art-house". ორივე ნომინაციაში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს საქართველოს ბანკმა გადასცა 2000 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი.

 

ასევე, ნომინირებული სოციალური საწარმოებიდან "ფოთის პორტის" რჩეული გახდა ეტლების საწარმო, რომელმაც პორტისგან 1000 ლარიანი პრიზი მიიღო.

 

თითოეულ ნომინირებულ საწარმოს "ძმებმა ასკანელებმა" გადასცეს ასკანელის ფირმის ღვინო.  ასევე, კომპანია "სმარტ - ფოტომ" უამრავი სამახსოვრო ფოტო დაუტოვა ფორუმის მონაწილეებს. დაბოლოს, Cambridge Stady გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს სთავაზობს ტრენინგ კურსის გავლას.

 

შეგახსნებთ, რომ სოციალური მეწარმეობის 2016 წლის ფორუმის მთავარი თემები იყო:

  • გასული წლის შედეგების შეჯამება და პერსპექტივების დასახვა; სოციალურ საწარმოთა ალიანსის წარდგენა;

  • გამარჯვებულების გამოვლენა ორ ნომინაციაში.

ფორუმს 120-ამდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ქართველი სოციალური მეწარმეები, ბიზნეს , სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები.

ორგანიზატორები და მხარდამჭერები:

ფორუმი გაიმართა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (KEDEC) და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში.

ფორუმის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი.

სოციალური მეწარმეობის ფორუმის ფინანსური მხარდამჭერია „პური მსოფლიოსთვის“.

bottom of page