top of page

სოციალური მეწარმეობის მე-3 ფორუმი

23 დეკემბერი, 2014 წელი.

23 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყო სოციალურ მეწარმეთა მესამე ერთობლივი შეხვედრა, სოციალური მეწარმეობის მე-3 ფორუმი.

შეხვედრას ესწრებოდა 80-მდე მონაწილე, მათ შორის სოციალური მეწარმეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები. სოციალური მეწარმეების ერთობლივი შეხვედრა 2012 წლიდან ტრადიციულად იმართება წლის დასასრულს.

 

ყოველ წელს ღონისძიების თემატიკა და განსახილველი საკითხები წინასწარ არის განსაზღვრული ორგანიზატორების მიერ და დაკავშირებულია კონკრეტული წლის განმავლობაში მომხდარ აქტუალურ მოვლენებთან. 2014 წლის მესამე ერთობლივი შეხვედრა წინა წლების შეხვედრებისგან ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლების და ბიზნესმენების აქტიური დასწრებით და ჩართულობით გამოირჩეოდა.

 

შეხვედრას ესტუმრა და მონაწილეებს სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვნებაზე სიტყვით მიმართა ქ. თბილისის მერმა ბატონმა დავით ნარმანიამ. სოციალური საწარმოების პროდუქციის და მომსახურების დამსწრე საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით მოეწყო საგამოფენო სივრცე. ბატონმა დავითმა დაათვალიერა წარმოდგენილი პროდუქტები და დააგემოვნა სოციალური საწარმოს "სობისური" ნატურალური ვაშლის წვენი.

bottom of page