top of page

სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი

8 ნოემბერი, 2023

image.png
image.png

სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, 8 ნოემბერს, გაიმართა რიგით მეთორმეტე სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2023. ღონისძიება ჩატარდა სასტუმრო სტამბის The Dome სივრცეში, პირისპირ ფორმატში. 

ფორუმის ძირითად თემებს წარმოადგენდა:  

  • სოციალური მეწარმეობის სექტორში მიღწეული შედეგების შეჯამება

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად 

  • სოციალურ მეწარმეთა ნეთვორქინგი 

,,წლის სოციალური საწარმოს" ნომინანტები 2023 წელს იყვნენ შემდეგი სოციალური საწარმოები:

  • ,,ედენა" -   სოციალურ საწარმო-სახელოსნოს წარმოადგენს, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს ქალაქ ონში. მისი სოციალური მისიაა, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ქალების პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას. სოციალურ საწარმოში ფუნქციონირებს ეთნო-ტურისტული სივრცე და სოციალური მაღაზია, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს აქვთ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება

  • ,,იკორთა" - სოციალურ საწარმო-სახელოსნოს წარმოაგენს, რომელმაც საქმიანობა 2011 წელს დაიწყო წეროვნის დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ადგილობრივი ქალების მიერ ჩადებული მცირე ინვესტიციით შექმნილი სოციალური საწარმო დღეს უკვე წარმატებულ მინანქრის სახელოსნოს წარმოადგენს, რომელიც დევნილთა დასახლებაში ქმნის სამოქალაქო და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.

  • ,,თავისუფალი სივრცე" - სოციალურ კაფეს წარმოადგენს, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს ქალაქ ბათუმში და მისი მიზანი ყველასთვის ხელმისაწვდომი კაფის შექმნა იყო, რომელსაც საგანმანათლებლო და შემეცნებითი დატვირთვა ექნებოდა. თანამედროვე დიზაინი, საინტერესო სამაგიდო თამაშები, საკითხავი კუთხე და სივრცე მუსიკისთვის ქმნის ადგილს დასვენებისა და გართობისთვის, რაც განსხვავებული გამოვნების მქონე მომხმარებლების მოწონებას იმსახურებს.

ღონისძიების კულმინაციური მომენტი იყო „წლის სოციალური საწარმოს“ გამოვლენა, რომელიც სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერმა ფორუმის მონაწილე 80-მა ინსტიტუციამ, ფარული კენჭისყრის მეშვეობით გამოავლინა. გამარჯვებული წლის სოციალური საწარმო, ხმების 50%-ით, გახდა „იკორთა“, რომელსაც ერთობლივი პრიზი გადასცეს ღონისძიების ვერცხლის სპონსორებმა, EFSE-მ და Majorel საქართველო, 4000 ლარიანი ფულადი ჯილდოს სახით. 

ფორუმის მხარდამჭერები

2023 წელს სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.

 

2023 წელს სოციალური მეწარმეობის მეთორმეტე ფორუმს უმასპინძლა სასტუმრო სტამბის The Dome სივრცემ.

სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე გამოვლინდა წლის სოციალური საწარმო 2023 და აღნიშნული ტიტული ტიხრული მინანქრის საწარმო იკორთა-მ მოიპოვა.

ფორუმის პარტნიორი: World Vision in Georgia

ფორუმის ოქროს სპონსორი: European Fund for Southeast Europe (EFSE)

ფორუმის ვერცხლის სპონსორები: Majorel Georgia, ალდაგი | Aldagi

ფორუმის მხარდამჭერები: სელფი, ისი-პარი, ღვინო ალპანა

ფორუმის მედიამხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი, BRG Business Research Group

 

bottom of page