top of page

"წლის სოციალური საწარმო 2020" ნომინირებული კანდიდატები

Writer's picture: სიახლეებისიახლეები

ნომინაციაში “წლის სოციალური საწარმო 2020” ფინალისტები არიან:


 

სოციალური საწარმო “კაფუნე”


“კაფუნე” არის სოციალური კაფე, რომელიც დაფუძნდა ქალაქ რუსთავში 2019 წელს. კაფეს მისიაა, ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი პირების დასაქმებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა. ასევე, ადგილობრივი თემისთვის კულუტულ და არაფორმალური განათლების ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. “კაფუნეს” სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ გემრიელი კერძები და ჩაერთონ სოციალურ ღონისძიებებში. “კაფუნეს” სცენა და სივრცე ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ამისი სურვილი და საჭიროება აქვს.



 

სოციალური საწარმო “გუმბათი”


“გუმბათი” არის სასწავლო ცენტრი, წალკის მუნიციპალიტეტ სოფელ გუმბათში, ენობროვი ბარიერის მქონე ეთნიკური უმცირესობებისთვის. “გუმბათის” მისიაა, ადგილობრივი ენობრივი ბარიერის მქონე მოსახლეობაში ქართული ენის პოპულარიზაცია, ამ ფორმით ინტეგრაციის ხელშეწყობა, განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა. “გუმბათი” ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს სხვადასხვა სასწავლო ჯგუფებში ჩართულობას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საატესტატო გამოცდებში მოსამზადებლად.


 

სოციალური საწარმო “თავისუფალი სივრცე”


“თავისუფალი სივრცე” არის სოციალური კაფე ქალაქ ბათუმში, რომელიც ფუნქციონირებს 2017 წლიდან. “თავისუფალი სივრცის” მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პროფესიული განათლების მიწოდებისა და დასაქმების ხელშეწყობა, ამ ფორმით მათი დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ეკონომიკური გაძლიერების უზრუნველყოფა. “თავისუფალი სივრცე” ეთმობა საგანმანათლებლო და სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს. ასევე აერთიანებს სივრცეს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ, განიტვირთონ და გაერთონ.

 

შეგახსენებთ, რომ "წლის სოციალური საწარმოს მხარდამჭერია" საქართველოს ბანკი, რომელიც გამარჯვებულ საწარმოს 4000₾ გადასცემს.



დამატებითი ინფორმაცია ნომინაციის შესახებ იხილეთ აქ

106 views

Comments


bottom of page