სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმი, მიმდინარე წელს, გაიმართება 19 ნოემბერს - სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს. ფორუმის ფარგლებში ყოველწლიურად გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში “წლის სოციალური საწარმო”.მასშიმონაწილეობას საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოები იღებენ. გამარჯვებულს კი, ფორუმის მონაწილეები გამოავლენენ.
მონაწილეობის პირობები
„წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაციაში მონაწილეობის უფლება აქვს, საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოს, რომელიც საქმიანობის, სულ მცირე, ერთწლიან წარმატებულ და უწყვეტ გამოცდილებას ფლობს; 2018 და 2019 წლის ნომინაციაში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს მიმდინარე წელს კონკურსში მონაწილეობას მიღების უფლება არ აქვთ.
ნომინირება
წლის სოციალური საწარმოს ნომინაციაში, სოციალური საწარმოს წარდგენის შესაძლებლობა აქვს: სოციალური საწარმოს მენეჯმენტის (მმართველო ორგანოს) წარმომადგენელს; სოციალურ საწარმოში დასაქმებულ პირს; საწარმოს მხარდამჭერს, მენეჯმენტთან შეთანხმებით.
გამარჯვებულის გამოვლენა
ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა 3 ეტაპისგან შედგება:
პირველ ეტაპზე, ნომინაციაში გამარჯვების მსურველმა სოციალურმა საწარმოებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა;
შემოსულ განცხადებებს ჟიური შეაფასებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და შეარჩევს 3 ფინალისტ სოციალურ საწარმოს;
შერჩეული სამი სოციალური საწარმო, ფორუმის მიმდინარეობისას, აკეთებს საქმიანობის წარდგენას და მონაწილეები, დახურული კენჭისყრის მეშვეობით, გამოავლენენ გამარჯვებულ სოციალურ საწარმოს.
შეფასების კრიტერიუმები:
ხედვა და მისია
- სოციალურ საწარმოს აქვს ნათლად ჩამოყალიბებული ხედვა და მისია;
სოციალური შედეგები და სარგებელი
- სოციალური საწარმო ზომავს მიღწეულ სოციალურ შედეგებს;
- სოციალურ საწარმოს შეუძლია, წარმოადგინოს მიღწეული სოციალური შედეგები ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები.
ეკონომიკური შედეგები და მდგრადობა
- სოციალური საწარმოს შემოსავლის სულ მცირე 50%-ს იღებს სამეწარმეო საქმიანობიდან.
პროგრესი საქმიანობაში
- სოციალური საწარმოს გასული წლის საქმიანობის შეფასება:
- სოციალურმა საწარმომ გააფართოვა საქმიანობა;
- სოციალურმა საწარმომ გაამრავალფეროვნა პროდუქციის სახეობა;
- სოციალურმა საწარმომ მოიძია ახალი სარეალიზაციო არხები;
- სოციალურმა საწარმომ შეძლო კრიზისულ ვითარებაში ადაპტირება და კორონავირუსის გავლენის მიუხედავად, შეინარჩუნა საქმიანობა/გაყიდვები;
- სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები.
საზოგადოებასთან კომუნიკაცია
- სოციალური საწარმო აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას (Facebook, Instagram, Youtube) საზოგადოებასთან კომუნიკაციისათვის;
- სოციალური საწარმო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას სოციალური შედეგებისა და ეკონომიკური მიღწევების შესახებ.
ინოვაციურობა და კრეატიულობა
- სოციალური საწარმო იყენებს ინოვაციურ და კრეატიულ მიდგომებს მომსახურების/პროდუქციის განსავითარებლად.
ზოგადი საკითხები
- სოციალური საწარმო აქტიურად მონაწილეობს სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებში. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 6 ოქტომბრის, 18:00 საათი. განცხადების შესავსებად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/32kYBeJ
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ერთ სოციალურ საწარმოს, მხოლოდ ერთხელ შეუძლია განაცხადის გაკეთება. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე საწარმოს სახელით შემოსული იქნება რამდენიმე განაცხადი, განიხილება პირველი მათგანი;
აპლიკაციის შევსების შემდგომ შეუძლებელია მისი რედაქტირება;
იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ნომინირებას ახდენს მეგობარი პირი, ეს უნდა იყოს შეთანხმებული ზემოთაღნიშნული საწარმოს მენეჯმენტთან.
Comments